logo
ENG



ლუკაშენკო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26 მაი 202416:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/26/b6w0h286p2klmwj.jpg

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 

ლუკაშენკოს მილოცვაში საუბრობს იმაზე, რომ "ბელარუსი და ქართველი ხალხის იდენტური ღირებულებები" აქვთ, რაც ისტორიულ ქრისტიანულ ტრადიციებს, სამშობლოს ჭეშმარიტ სიყვარულსა და ჩვენს მიწაზე ცხოვრების ძლიერ სურვილს ეფუძნება. 

"დარწმუნებული ვარ, სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფე, ცხოვრებისეული სიბრძნე, ქართველი ხალხის ურყევი ნება და რაც მთავარია, ჩვენს საერთო რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების ინტერესი წარმატებით გადალახავს ყველა არსებულ წინააღმდეგობას", - ამბობს ლუკაშენკო. 

ასევე, ლუკაშენკომ ქართველ ხალხს მშვიდობა, გამძლეობა და "თავისი სახელმწიფოებრიობის გასაძლიერებლად გამბედაობა" უსურვა.

 

close დახურვა