logo
ENG



ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც პრეზიდენტისთვის უვადო გარანტიებს ითვალისწინებს

04 იან 202423:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/04/x312h3gnf9mzbba.jpg

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, მას სისხლისსამართლებრივ დევნაზე უვადო იმუნიტეტი ექნება. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფოს ყოფილმა მეთაურმა და მისმა ოჯახის წევრებმა არ შეიძლება აგონ პასუხი ისეთ ქმედებებზე, რომელიც "საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებას უკავშირდება". 

თეორიულად, კანონი ნებისმიერ ყოფილ პრეზიდენტსა და მათ ოჯახის წევრებს ეხებათ.

გარდა ამისა, მოთხოვნები მკაცრდება პრეზიდენტობის კანდიდატებისთვისაც. კერძოდ, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ ის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში ბოლო 20 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს და სხვაგან ბინადრობის უფლება არასდროს ჰქონიათ. 

საერთაშორისო მედია მიუთითებს, რომ ფაქტობრივად, ამით არჩევნებში მონაწილეობა ერთმევათ იმ ოპოზიციონერებს, რომლებიც იძულებული გახდნენ, ქვეყანა დაეტოვებინათ. 

 


close დახურვა