ლუჰანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციული ხელმძღვანელი, სერჰი ჰაიდაი ამბობს, რომ თავშესაფარში, რომელიც ერთ-ერთი სკოლის შენობაში იყო მოწყობილი, რუსების დაბომბვამ, სავარაუდოდ, 60 ადამიანი იმსხვერპლა.
რუსები სკოლას თავს 7 მაისს დაესხნენ. აქ თავს 90 ადამიანი აფარებდა. 27 მათგანი გადარჩა. 2-ის ცხედარი იპოვეს. დანარჩენების ძებნა გრძელდება, თუმცა, ძალიან მცირეა შანსი, რომ ცოცხლები იყვნენ.
მისივე განცხადებით, აფეთქება შენობის შიგნით მოხდა.
სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
სერჰი ჰაიდაიმ ასევე თქვა, რომ დღეს, 8 მაისს ბრძოლები ლუჰანსკის რამდენიმე ფრონტზე გრძელდება, მათ შორის, ბილონორივკაში, ვოევოდივკასა და რუბიჟნეში.
რაც შეეხება სოფელ პოპსანას - აქ რუსებმა საარტილერიო თავდასხმა მიიტანეს 11 სახლზე, სადაც მოქალაქეები სარდაფებში იმალებოდნენ. მაშველები ცდილობენ, ადგილები ნანგრევებისგან გაწმინდონ.
სერჰი ჰაიდაისვე თქმით, პოპასნაში უკრაინულმა არმიამ უკან დაიხია და უკვე გამაგრებულ პოზიციებზე განლაგდა.