logo
ENG



ლუჰანსკში მიმავალ საევაკუაციო ავტომობილს ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს

15 მაი 202219:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/15/p15gde5qr692u7i.jpeg
ფოტო: საილუსტრაციო

სევეროდონეცკიდან ლუჰანსკის ოლქში მიმავალ საევაკუაციო ავტომობილს რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს.

ლუჰანსკის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი გაიდაის თქმით, სულ სევეროდონეცკიდან 10 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა, საიდანაც 4 ბავშვი იყო.

"სევეროდონეცკში ოკუპანტები აშინებენ მცხოვრებლებს, ანადგურებენ სახლებს, სულ უფრო მეტ ადამიანს უნდა ადგილის დატოვება. პატრულმა შეძლო 10 ადამიანის წამოყვანა, რა დროსაც ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. მადლობა ღმერთს არავინ დაშავებულა. ადამიანები ახლა უსაფრთხო ადგილას არიან", - ამბობს გაიდაი.


close დახურვა