logo
ENG



მაასი: თუ ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთის კავშირი დადგინდება, შესაბამისი რეაქცია გვექნება

11 აგვ 202019:03
3 წუთის საკითხავი
 
ra5zs13zuoyzz0x.jpg

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაიკო მაასის განცხადებით, თუ სასამართლომ საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთის კვარი დაადგინა, ოფიციალური ბერლინის რეაქცია შესაბამისი იქნება. 

აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება გერმანიის პირველმა დიპლომატმა რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე საქმეს სასამართლო სწავლობს. 

"როგორი იქნება განაჩენი, მხოლოდ სასამართლოს გადასაწყვეტია. ეს იქნება საფუძველი, ჩვენი რეაქციისთვის. თუ სასამართლო იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს და პროკურატურის პოზიციას გაიზიარებს, ჩვენ შესაბამისი რეაქცია გვექნება", - აღნიშნა მაასმა

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში 2019 წლის ზაფხულში მოკლეს. დაკავებულ ბრალდებულს გერმანიის პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად 18 ივნისს წაუყენა და მკვლელობის დაკვეთაში რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები დაადანაშაულა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების შემდეგ გერმანიაში რუსეთის ელჩი ბერლინს, ახალი სანქციების დაწესების შემთვევაში, საპასუხო რეაგირებით დაემუქრა.


close დახურვა