კომპანია მაგთი ტარიფებს აძვირებს. დღეს მომხმარებლების ნაწილს შეტყობინების სახით აცნობეს, რომ 25 ლარიანი ულიმიტო პაკეტის ნაცვლად იქნება "კოქტეილი 30", რაც 30 ლარი ეღირება.
ტარიფი 1 თვეში, 10 თებერვლიდან ამოქმედდება.
"გაცნობებთ, რომ 10.02.22-დან კოდებზე -2552 ან 2525 დარეკვით გააქტიურდება ტარიფი "კოქტეილი 30". ამავე თარიღიდან აღარ იქნება შესაძლებელი "კოქტეილი 25"-ის აქტივაცია", - ნათქვამია შეტყობინებაში.
ულიმიტო ერთკვირიანი ინტერნეტპაკეტი კი 5 ლარის ნაცვლად, 7 ეღირება.
"გაცნობებთ, რომ 10.02.22-დან ულიმიტო ინტერნეტის აქციებზე იმოქმედებს შემდეგი ტარიფები: ულიმიტო ინტერნეტ დღე-ღამე - 1,5 ლარი; ულიმიტო ინტერნეტ-კვირა 7 ლარი",- ნათქვამია შეტყობინებაში.