საქართველოს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით საკვირაო წირვა აღავლინა. მან დღევანდელი დღე მიულოცა მრევლს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, დღეს ადამიანი განსაცდელშია.
"უფალი ძალას მოგვცემს, რომ გადავიტანოთ ეს განსაცდელი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელის შემდეგ მოდის სიხარული. ღმერთი მოწყალეა და მოგვცემს ჩვენ სიხარულს და ძალას, რომ ავიტანოთ ეს განსაცდელი. გილოცავთ ამ დღესასწაულს, გილოცავთ ამ გამოცდას, გილოცავთ განწმენდას. ეს არის ჩვენი განწმენდა", - აღნიშნა პატრიარქმა.
მან მრევლს მიმართა, რომ მაგრად იდგეს და ამ განსაცდელს აუცილებლად გადალახავს.
"სხვები ლაპარკობენ უცხოეთში, ქართველმა ხალხმა ვაჟკაცურად მიიღო ეს განსაცდელიო. სხვების ლაპარაკი არ გვჭირდება. ჩვენ თვითონ ვიცით. ქართველი ადამიანი ძლიერია სულითა, გაგაძლიეროთ უფალმა. უფალმა ძალა მოგცეთ და გაკურთხოთ", - აღნიშნა პატრიარქმა.