logo
ENG



მადიარმა უნგრეთის პრეზიდენტს მოუწოდა, ახალი პარლამენტი რაც შეიძლება მალე მოიწვიოს

13 აპრ 202617:03
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/13/eg48bgsu4y8xru5.png

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პეტერ მადიარმა უნგრეთის პრეზიდენტს მოუწოდა, ახალი პარლამენტი რაც შეიძლება მალე მოიწვიოს. ამის შესახებ მადიარმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მადიარმა მადლობა გადაუხადა უნგრელ ხალხს და აღნიშნა, რომ მსგავსი მანდატი აქამდე არავის უნახავს და  ამ რაოდენობით ხალხს ერთი და იგივე პარტიისთვის ხმა არასდროს მიუცია.

"უნგრეთში ომი არავის სურს. უნგრეთი მხარს მშვიდობას უჭერს. "ტისას" მთავრობა მშვიდობის მთავრობა იქნება. პრეზიდენტმა, რომელიც მარიონეტია, ახალი პარლამენტის არჩევნებიდან არაუგვიანეს 30 დღის განმავლობაში უნდა მოიწვიოს. 12 მაისამდე არ უნდა დაიცადოს. შეუძლია ეს 5 მაისს გააკეთოს. ასევე, მოვუწოდებ მას, რომ როგორც ყველაზე ძლიერი პარტიის ლიდერი ახალი კაბინეტის ფორმირებისთვის მიმიწვიოს. ჩვენს ქვეყანას დასაკარგი დრო არ აქვს", - თქვა მადიარმა. 


close დახურვა