მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელ დიეგო კოშტას კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია ესპანური კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა.
31 წლის ფორვარდი კოვიდ-19-ით შვებულებაში ყოფნის დროს დაინფიცირდა. მასთან ერთად, კორონავირუსი მცველ სანტიაგო არიასსაც დაუდასტურდა.
“ორივე ფეხბურთელი უკვე იზოლირებულია. მათ არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებათ. ორივე სახლში რჩება. ისინი ლა ლიგის მიერ დაწესებული პროტოკოლის მიხედვით იმოქმედებენ და ვარჯიშებს იზოლაციის შემდეგ განაახლებენ,” - ვკითხულობთ ატლეტიკოს ოფიციალურ განცხადებაში.