საფეხბურთო კლუბი მადრიდის „რეალი“ ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. „ლა ლიგის“ ბოლოსწინა ტურში მადრიდელებმა შინ „ვილიარეალი“ 2-1 დაამარცხეს. ამ გამარჯვებით, „რეალი“ უახლოესი მდევრისთვის, „ბარსელონასთვის“ მიუწვდომელი გახდა.
კერძოდ, „რეალს“ ამ მომენტისთვის 86 ქულა აქვს და კატალონიელებს 7 ქულით უსწრებს, ხოლო ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ 1 ტურია დარჩენილი.
ეს „რეალის“ 34-ე საჩემპიონო ტიტულია.