მადრიდში პრადოს მუზეუმი ტურისტებისთვის გაიხსნა - ატრაქცია კორონავირუსის პანდემიის გამო მარტში დაიხურა.
მუზეუმმა მუშაობა გარკვეული შეზღუდვებით გააგრძელა - გახსნის უფლება მიეცა მხოლოდ სივრცეების გარკვეულ ნაწილს. მუზეუმი დღეში მხოლოდ 1800 ვიზიტორს უმასპინძლებს.
დამთვალიერებლებს გაუზომავენ სიცხეს, აუცილებელი იქნება სოციალური დისტანციის დაცვაც.