logo
ENG



მადრიდში უკრაინის საელჩოში აფეთქება იყო, მსუბუქად დაშავდა ერთი თანამშრომელი

30 ნოე 202218:07
3 წუთის საკითხავი
clock 552
2022/11/30/ohac25072nci208.jpg

უკრაინული მედიის ცნობით, მადრიდში უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა. მათი განცხადებით, მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

მედია პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დაშავებულს ხელში ეჭირა კონვერტი, რომელშიც სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მოთავსებული - ის მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამ ეტაპზე, საელჩო მომხდარს არ გამოხმაურებია და დამატებითი დეტალები უცნობია. ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს, როგორც უკრაინული მედია წერს, პოლიციამ ანტიტერორისტული პროტოკოლი შეადგინა და ტერიტორია გადაკეტა.


close დახურვა