მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ამბობს, რომ EU-სთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერა.
მისივე ცნობით, მოლაპარაკებებს დელეგაცია ლუქსემბურგში მომავალ კვირას გახსნის.
"დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას მოლდოვას EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ევროკავშირის წევრობა ჩვენი გზაა მშვიდობის, კეთილდღეობისა და ყველა მოქალაქისთვის უკეთესი ცხოვრებისკენ. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს დელეგაციას, რადგან ისინი ოფიციალურად დაიწყებენ მოლაპარაკებებს ლუქსემბურგში მომავალ კვირას", - წერს სანდუ.