logo
ENG



მაია ცქიტიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ სურდა იმის თქმა, რაც თქვა

11 დეკ 201915:44
3 წუთის საკითხავი
 
ftkfjeg9flh5t3x.jpg

ეკონომიკის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ სურდა იმის თქმა, რაც თქვა.

საქმე ეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ საქართველოს არ აქვს ჯარი, იარაღი და არც ჰქონია.

ცქიტიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პირადად და როგორც პოლიტიკურმა ფიგურამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტს, თუმცა მის განცხადებებზე პასუხსიმგებლობას არ იღებს.

„რა თქმა უნდა სასურველია, რომ ქალბატონი სალომეს განცხადებაში არ ყოფიყო ეჭვის სადუძველიც კი, როგორ შეიძლებოდა მისი განცხადების ინტერპრეტირება. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას არ უნდოდა იმის თქმა, რაც თქვა. ამასთან მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანას ჯარიც ჰყავს, იარაღიც აქვს. ჩვენ ჯარში მსახურობენ ყველაზე ღირსეული წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის და იცავენ ჩვენს ქვეყანას. ვიცი, რომ ადმინისტრაციამ გააკეთა განმარტება და დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტს არ უნდა ჩვენი ჯარის შეურაცხყოფა. პირველ რიგში საჭიროა სწორად გაგება ყველა გაკეთებული განცხადების, პირველ რიგში მედიის მხრიდან და მაშინ როცა, ჩვენ, ჩვენი მედია ვღელავთ, არასწორად არ იყოს ინტერპრეტირებული განცხადება, მნიშნელოვანია, ჩვენ თვითონ არ მოვახდინოთ ამა თუ იმ განცხადების დამახინჯება და კონტექსტიდან ამოგლეჯა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

 


close დახურვა