logo
ENG



მაია ცქიტიშვილი პარლამენტში მისვლას არ აპირებს

22 ოქტ 201920:36
3 წუთის საკითხავი
 
7dujyilmc64quhr.jpg

პერფორმანს უწოდებს მაია ცქიტიშვილი ყოფილი თანაგუნდელების ინიციატივას და პარლამენტში მისვლას არ აპირებს. ქართული ოცნებიდან გასულმა დამოუკიდებელმა დეპუტატებმა პარლამენტში ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ღია მოსმენა მოითხოვეს. ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში მისასვლელად მზად არიან, თუმცა მინისტრი პარლამენტში მისვლას არ აპირებს. 

ინფრანსტრუქტურის მინისტრის პოზიცია მისმა თანაგუნდელებმაც გაიზიარეს - მათ შორის იყო ეკონომიკის მინისტრი. 

„ყოველთვის ღია ვართ, უკან არასდროს დაგვიხევია. ერთადერთი იმის თქმა მინდა, რომ ზედმეტი პოლიტიზირება პროექტს უფრო მეტად ავნებს“ - აცხადებს ნათია თურნავა.

ვიცე-პრემიერისგან განსხვავებით, კონსორციუმის დირექტორი მზადაა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხოს. ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ პროექტის ირგვლივ არის დაბრკოლებები და ამ პრობლემების მოგვარებაში სახელმწიფო უნდა ჩაერთოს.

„ჩვენ მზად ვართ, კითხვებს გავცეთ პასუხი. სასურველი იქნებოდა, რომ ეს მოხდეს სამინისტროსთან ერთად. ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი - პოლიტიკური შოუს მოწყობა არც ჩვენს ინტერესებში შედის,“ - ამბობს ლევან ახვლედიანი.

დღეს, 22 ოქტომბერს ანაკლიის კონსორციუმმა და „ანაკლია სითიმ“ მძლავრ ევროპულ სატრანსპორტო კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ინვესტორები ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ პროექტს ხელოვნური ბარიერი არ შეუქმნას.

ანაკლიის პორტის კონსორციუმი პროექტის ჩაშლის მცდელობაში პირადად მაია ცქიტიშვილს ადანაშაულებს. კონსორციუმს ხელისუფლებისთვის ინვესტორებთან ხელმოწერილი ხელშეკრულებები 15 ოქტომბერს უნდა წარედგინა. ეს ვადა ხელისუფლებამ წლის ბოლომდე  გაახანგრძლივა.  


close დახურვა