მაიკ პენსის დაბრუნებას თეთრ სახლში დღეს ისევ ელოდებიან. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი უარყოფს მედიით გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ პენსი თვითიზოლაციაში იმყოფება.
მის პრესმდივანს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპისა და მაიკ პენსის ერთმანეთისგან დაშორება ამ ეტაპზე არ იგეგმება. ვიცე-პრეზიდენტი მუშაობას თეთრი სახლის ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად გააგრძელებს. მაიკ პენსმა კოვიდ 19-ის ტესტზე უარყოფითი შედეგი აჩვენა.