logo
ENG



მაიკ პომპეო: რუსეთმა დაიპყრო საქართველო და აწარმოებს დეზინფორმაციის კამპანიას

15 თებ 202014:06
3 წუთის საკითხავი
clock 693

დაპყრობილი საქართველო და ყირიმი - სწორედ ამ სიტყვით მოიხსენია, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რუსული ოკუპაცია მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. პომპეოს შეფასებით, რუსული იმპერიული ამბიციები სუვერენიტეტის პრონციპებს საფრთხეს უქმნის.

„სუვერენიტეტის პატივისცემა არის ჩვენი წარმატების საიდუმლოც და უმნიშვნელოვანესი ფაქტორიც. დასავლეთი იმარჯვებს, მაგრამ ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგაც, ზოგიერთი ქვეყანა პატივს არ სცემს სუვერენიტეტს და საფრთხეს გვიქმნის. ზოგს იმპერიის შექმნა სურს. რუსეთმა დაიპყრო ყირიმი, უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიის ნაწილები და საქართველო. ის აწარმოებს დეზინფორმაციის კამპანიას, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ერთმანეთს უპირისპირებს“, - განაცხადა პომპეომ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავოშოღლუს თქმით კი, ნატო-მ ასპირანტი ქვეყნებისთვის უნდაა გაააქტიუროს სამოქმედო გეგმა.

 

„თურქეთი მხარს უჭერს ნატო-ს გაფართოებას. გყვავს ასპირანტი ქვეყნები და მათვის უნდა გააქტიურდეს წევრობის სამოქმედო გეგმა“, - აცხადებს ჩავოშოღლუ.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი კი მიიჩნევს, რომ მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.

„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები. საერთაშორისო გაერთიანების წარმომადგენლები იმყოფებიან ადგილზე, მათ კეთილი ზრახვები აქვს, რომელიც ქართულმა მხარემ უნდა გამოიყენოს. საჭიროა ინტენსიური კომუნიკაცია ევროკავშირთან“, - განაცხადა ლაიჩაკმა. 

დღესვე, კონფერენციის პანელები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტსაც დაეთმობათ. 

 


close დახურვა