კორპორაცია „მაიკროსოფტი“ ჟურნალისტების ნაწილს რობოტებით ჩაანაცვლებს. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია BBC ავრცელებს. საუბარია იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც „მაიკროსოფტის“ ვებგვერდ MSN-ისთვის ახალ ამბებს და სურათებს არჩევენ.
ცნობილია, რომ „მაიკროსოფტი“ მედიასაშუალებებს მათი მასალის გამოყენებისთვის ფულს უხდის. თუმცა, დღემდე ჟურნალისტები წყვეტდნენ, თუ რომელი სტატია ან ამბავი უნდა მოხვედრილიყო კომპანიის ვებგვერდზე.
კომპანიის გადაწყვეტილების შედეგად, ივნისის ბოლოს, ჟურნალისტების გარდა, უსამსახუროდ დარჩება ახალი ამბების 50 პროდიუსერიც.