მესტიის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს, რომ მესტიის მოსახლეობას ელექტროენერგიას გრაფიკით მიაწვდიან, რის მიზეზადაც "მაინერების მომრავლების" გამო ელექტროენერგიის მოხმარების რეკორდულ ნიშნულამდე ასვლას ასახლებენ, რამაც შესაძლოა მუნიციპალიტეტის "სრულად ჩაბნელება" გამოიწვიოს.
მესტიის მერია წერს, რომ დაუშვებელია კონკრეტული ადამიანების მიერ, მაინინგის გზით [რაც ელექტროენერგიის მოხმარების სანაცვლოდ ფულის გამომუშავებაა] იოლი ფულის მიღებას მთელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესი ეწირებოდეს.
"დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენა. ჩვენ ვცხოვრობთ პატარა სოციუმში, სადაც ყოველდღიურად ვხვდებით ერთმანეთს, გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობები, პატივი ვცეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ოჯახებს და შვილებს, გამოვრთოთ მაინერები და დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, სადაც ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვა არავის მოერიდება. მიუღებელია კონკრეტული ადამიანების მიერ „იოლი“ ფულის მიღების სურვილს, მთელი მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის ინტერესი ეწირებოდეს.
ელექტროგადამცემი ხაზები ვერაფრით გაუძლებენ აღნიშნული რაოდენობის დატვირთვას. ვიფიქროთ ერთმანეთზე და ავირჩიოთ ნათელ გარემოში ცხოვრება." - წერს მესტიის მერია.