logo
ENG



მაისის დასაწყისისთვის PCR ტესტების რაოდენობა 100 000-მდე გაიზრდება - ტიკარაძე

23 აპრ 202013:25
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპისთვის 10 000-ზე მეტი PCR ტესტი არსებობს. 

მინისტრის განმარტებით, მაისის დასაწყისისთვის აღნიშნული ტესტების რაოდენობა 100 ათასამდე გაიზრდება. რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, ბოლო მონაცემებით სწრაფი ტესტი 5 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა და მათი მარაგიც ჯერ არსებობს. 

"ჩვენ ვაგრძელებთ მრავალსაფეხურიან ტესტირებას, რაც გულისხმობს როგორც სწრაფი ტესტებით, ასევე PCR ტესტებით ადამიანების გამოკვლევას. დღეს გვაქვს 10 000-ზე მეტი PCR ტესტის სრული კომპელქტაცია. ორშაბათს ველოდებით დამატებით 40 ათასს ტექსტს და მაისის დასაწყისში ეს რაოდენობა, PCR ტესტების შეივსება 100 ათასამდე. ამ ეტაპისთვის ქვეყანაში უკვე გამოყენებულია 5 ათასზე მეტი სწრაფი ტესტი და დამატებით გვაქვს კიდევ 9 ათასი ტესტი, რომელიც დარიგებულია ყველა საავადმყოფოში, სადაც მიმდინარეობს როგორც თანამშრომლების, ასევე პაციენტების შემოწმება", - განაცხადა ეკა ტიკარაძემ "ფორმულას" კითხვის საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში ტესტების რაოდენობას უკავშირდებოდა. 


close დახურვა