logo
ENG



მაკა სოლოღაშვილი: ორი ინფიცირებული რეანიმაციაშია, მათი მდგომარეობა მძიმეა

19 მაი 202010:18
3 წუთის საკითხავი
 

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტი იმყოფება.

როგორც სოლოღაშვილმა აღნიშნა, კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 3  პირი გამოჯანმრთელდა.

„ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 53 პაციენტი მკურნალობს. აქედან კოვიდ 19 დადასტურებული აქვს 42-ს - აქედან, 10 ბავშვია. 2 პაციენტი მკურნალობას რეანიმაციაში აგრძელებს. გამოჯანმრთელება გვაქვს 3 პაციენტის, ხოლო ორი დადასტურებული შემთხვევის გადმოყვანა მოხდა ჩვენს კლინიკაში. დანარჩენი პაციენტებიდან 4-ის მდგომარეობა საყურადღებოა, ხოლო დანარჩენების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. რეანიმაციაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა მძიმეა. სტაბილურად მძიმეა მათი მდგომარეობა. ეს პაციენტები აპარატდამოკიდებულები არ არიან. არსებულ ვითარებაში, როდესაც მატება გვაქვს, ძირითადად, ძველი კლასტერებიდან, ფაქტია, რომ ახალი კლასტერი არ გამოჩენილა“, - განაცხადა სოლოღაშვილმა. 


close დახურვა