logo
ENG



მაკდონალდსი რუსეთში ბიზნესს ყიდის და ბაზარს საბოლოოდ ტოვებს

16 მაი 202215:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/16/px7dtwepbsrsz7e.jpg

მაკდონალდსი რუსეთში ბიზნესს ყიდის და ბაზარს საბოლოოდ ტოვებს. მაკდონალდსმა მარტში 850-მდე რესტორანი დროებით დახურა, აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. კომპანიას რუსულ ბაზარზე მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს. 

"უკრაინაში ომით გამოწვეულმა ჰუმანიტარულმა კრიზისმა და არაპროგნოზირებადმა სამუშო გარემომ მაკდონალდსი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ რუსეთში ბიზნესის მფლობელობა მდგრადი აღარ არის, რაც მაკდონალდსის ღირებულებებს არ შეესაბამება,” - განაცხადეს კომპანიაში

"ჩვენ გვაქვს ვალდებულება ჩვენი გლობალური საზოგადოების წინაშე, რომ ურყევი ვიყოთ ჩვენს ღირებულებებში. ჩვენი ერთგულება ჩვენი ფასეულობებისადმი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვეღარ შევძლებთ იქ ყოფნას,” - თქვა მაკდონალდსის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

გასულ თვეში, მაკდონალდსმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინაში რესტორნების დახურვა $127 მილიონი დაუჯდა. მაკდონალდსი რუსეთში 62000 თანამშრომლის ანაზღაურებას აგრძელებდა, მიუხედავად იმისა, რომ რესტორნები არ ფუნქციონირებდა. პერსონალის ხარჯები, იჯარა და მომარაგება კომპანიას $27 მილიონი დაუჯდა, $100 მილიონი კი საკვებთან დაკავშირებული ხარჯებია.


close დახურვა