logo
ENG



მაკო გომური: ხელისუფლებას ვურჩევ, მოსახლეობაზე იფიქრონ მეტი

30 ოქტ 201921:23
3 წუთის საკითხავი
 
jez8ifmuozbqvha.jpg

მაკო გომურმა გადაცემა „პოლიტიკურ ფორმულაში“ მთავრობას ურჩია, უფრო მეტად იფიქრონ ხალხზე. 

გადაცემის წამყვანის შეთავაზებაზე, გამოეყენებინა ეთერი სათქმელის დასაფიქსირებლად, მაკომ განაცხადა, რომ ის ყოველთვის ღიად აფიქსირებს მის აზრს და სათქმელი არაფერი აქვს.

„დიდ თხრილში არიან და თვითონვე თხრიან, უფროდაუფრო ღრმად ვარდებიან. შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. ვურჩევდი, რომ მეტი შეცდომა აღარ დაუშვან და მოსახლეობაზე იფიქრონ მეტი, ქვეყანაზე იფიქრონ. იფიქრონ საქართველოს ინტერესებზე და არა სხვა ქვეყნის ინტერესებზე“ - განაცხადა „ფორმულას“ ეთერში მაკო გომურმა.

„გავრილოვის ღამის“ ერთ-ერთი მსხვერპლი სოფო ზურაბიანის კითხვებს პასუხობდა „ფორმულას“ ეთერში.

პოლიტიკის ფორმულა“ ტელეკომპანიის ეთერში ყოველ სამუშაო დღეს, 20:45 საათზე გადის და მისი წამყვანი სოფო ზურაბიანია.

 


close დახურვა