logo
ENG



მაკო გომური აქციაზე თეთრი ყვავილებით მივიდა

13 ნოე 201914:22
3 წუთის საკითხავი
 
9x4x12o49rzlo6h.jpg

პარლამენტის შენობის წინ, ამ წუთებში, მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მათ შორისაა მაკო გომურიც, რომელიც აქციაზე სიმბოლურად ყვავილების თაიგულით მივიდა. მისი თქმით, ხელისუფლება ყვავილივით უმოძრაოა. 

"რაც უძრავია, თუ ხელოვნების ნიმუში არ არის, ის ჩემთვის ცოცხალი არაა. ასეა ჩვენი ხელისუფლებაც, რომელიც უძრავადაა და არაფერს აკეთებს. ჩემთვის მკვდრის სიმბოლოა და შესაბამისად მოვედი ყვავილებით. თეთრი ყავავილებია და იმედია მშვიდობის სიმბოლოდაც აღიქვამენ. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ესაა ხალხის ნებით მოტანილი პირობა. შესაბამისად მათ არ აქვთ უფლება კანონპროექტი ჩააგდონ. თუ მაინც ასე მოხდა, როგორც 3 თვე იბრძოდა მოძრაობა "სირცხვილია", ამ ბრძოლებით მაინც მიაღწევენ შედეგს და მეც მათ შორის ვიქნები,"- განამრტავს მაკო გომური.

 


close დახურვა