logo
ENG



მაკო გომურის თქმით, 4 თვეა უთვალთვალებენ

29 ოქტ 201919:12
3 წუთის საკითხავი
 
zwu9bw3y0x4179a.png

გავრილოვის სისხლიანი ღამის მთავარი გმირი თვალთვალისა და მიყურადების ობიექტია. გოგო, რომელმაც ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგა, და რომელიც სახელმწიფომ დაზარალებულად არ ცნო, ახლა ეჭვობს, რომ მის წინააღმდეგ კომპრომატები გროვდება. მაკო გომური „ფორმულასთან“ პირველად ყვება რომ ფარული მიყურადების მსხვერპლია. ამბობს, რომ ბოლო 4 თვეა უსმენენ და ყველა ფეხის ნაბიჯს უკონტროლებენ. რაში სჭირდება ძალოვან უწყებებს მაკო გომურის შანტაჟი, ამაზე თავად გომურს და მისი ინტერესების დამცველებს მხოლოდ ვარაუდი შეუძლიათ - სუს-ის ინტერესებში, შესაძლოა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის დისკრედიტაცია იყოს.

გომურის თქმით, აქცია „სირცხვილიას“ წევრ გიგა მაქარაშვილთან მიწერილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაქრა.

„ვის ველაპარაკები ან სად მივდივარ, ეს ყველაფერი ინფორმაციის დონეზე მაინც იციან. მაგალითად, გიგასთან (მაქარაშვილთან) რომ მქონდა კონტაქტი, ვწერდი, ვურეკავდი, ეს ყველაფერი იცოდნენ და ა.შ ამ დღეებიდან მოყოლებული აღარცერთი მიმოწერა აღარ იყო. ვინახავდი ყველაფერს, რადგან ვიცოდი, რომ ან გამოძებისთვის, ან ადვოკატისთვის დამჭირდებოდა. შეიძლება ელოდებიან ხელჩასაჭიდს, რომ აქციაზე ჩემი ყოფნა სხვანაირად მონათლონ,“ - განგვიცხადა გომურმა. 

მაკოს თანამებრძოლი გიგა მაქარაშვილი და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი გვიყვება რომ მიმოწერის გაუჩინარება მაკოსთან ერთად გადაამოწმა. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ფარული მიყურადება არ უკვირს რადგან თავადაც თვალთვალის მახვერპლია.

„ის, რომ მაკო მიყურადების ობიექტია არ მიკვირს. ამ სიუჟეტის ჩაწერისასაც ოპერატორის უკან დგანან ბიჭები, რომლებიც მიღებენ,“ - განაცხადა მაქარაშვილმა.

რა და ვისი ინტერესი შეიძლება იყოს ფარული მიყურადება იმ ფონზე როდესაც 19 წლის გოგოს არც დაზარალებული სტატუსი აქვს და  4 თვის განმავლობაში არც გამოძიებას დაუკითხავს. იურისტები ამბობენ რომ მაკო გომური განცხადებაში ხელისუფლების მხრიდან დანაშაულის ნიშნები იკვეთება და გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე მიუთითებენ. პირადი ცხოვრების ხელყოფის შესახებ გაუხსნელი საქმეების სიმრავლეზე მიუთითებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. უფლებადამცველები სისტემურ პრობლემაზე საუბრობენ და საკანონმდებლო ცვლილების აუვილებლობაზე საუბრობენ.

დაინტერესდება თუ არა მაკო გომურის ხმაურიანი განცხადებებით გამოძიება უცნობია. თუმცა  19 წლის გოგოს,  რომელმაც გავრილოვის სისხლიან ღამეს თვალი დაკარგა და დღემდე დაზარალებულის სტატუსიც არ მიუნიჭებიათ, ამის იმედი აღარ აქვს


 

 


close დახურვა