logo
ENG



მაკრონი: უახლოეს დღეებში პუტინთან მარიუპოლის მოსახლეობის ევაკუაციაზე ვისაუბრებ

26 მარ 202203:34
3 წუთის საკითხავი
 

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უახლოეს 2-3 დღეში ვლადიმერ პუტინთან მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ ისაუბრებს.

მაკრონი იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ევაკუაციის დერეფნის მოწყობაზე დაითანხმებს.

მაკრონი აცხადებს, რომ მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ მარიუპოლის მერსაც ესაუბრა და რუსეთთან მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში დაიწყებს. 

„დღეს მე მარიუპოლის მერთან კონკრეტული დისკუსია მქონდა. ჩვენ ვაერთიანებთ მოქმედებებს და დავიწყებთ მოლაპარაკებების პროცესს რუსეთთან“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი მაკრონის თქმით, მარიუპოლიდან ევაკუაციის დაგეგმვის პროცესში თურქეთი და საბერძნეთიც მონაწილეობენ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქალაქი მარიუპოლი, სადაც ომის დაწყებამდე დაახლოებით 400 000 ადამიანი ცხოვრობდა, ახლა თითქმის მთლიანადაა განადგურებული.


close დახურვა