logo
ENG



მაკრონი: უკრაინაში კონკრეტული წინადადებებით და გადაწყვეტილებებით ჩავალ

17 მარ 202413:34
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/17/zl1kn53goeec1t1.jpg

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ის უკრაინას აუცილებლად ეწვევა. ამის შესახებ მან უკრაინელ ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა.

მაკრონის თქმით, ვიზიტი შედგება მაშინ, როდესაც მზად იქნება "კონკრეტული წინადადებები და გადაწყვეტილებები". ამასთან, ის ამბობს, რომ მისი ვიზიტი "ძლიერი გზავნილის და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების" აღმნიშვნელი იქნება.

"აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით - აუცილებლად ჩავალ, მე მაქვს წესი: ჩემი ვიზიტი მაქსიმალურად სასარგებლო იყოს უკრაინისთვის. მე ჩავალ უკრაინაში კონკრეტული წინადადებებით, კონკრეტული გადაწყვეტილებებით", - თქვა მაკრონმა.

11 მარტს, ელისეის სასახლემ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინას უახლოეს კვირებში ეწვევა.


close დახურვა