logo
ENG



მაკრონის თქმით, რუსეთთან საუბარი საჭიროა, როდის და როგორ - კიევმა უნდა გადაწყვიტოს

08 ნოე 202213:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/08/35qn5hcppz61wbr.jpg

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთთან საუბარი საჭიროა, როდის და როგორ - კიევმა უნდა გადაწყვიტოს.

"დარწმუნებული ვარ და ვვარაუდობ, რომ ახლაც, რაღაც მომენტში, ჩვენ მოგვიწევს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება," - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონი ამბობს, რომ მოლაპარაკება უნდა მოხდეს პირობებისა და ვადების ფარგლებში, რომელსაც უკრაინა აირჩევს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებებისთვის აბსოლუტურად რადიკალური პირობების წამოყენება ნაჩქარევი იქნება.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინას არასოდეს უთქვამს უარი მოლაპარაკებაზე, უკრაინის პოზიცია კი ცნობილია. პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინას აქვს მკაფიო პირობა - რუსული ძალების გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან.

30 სექტემბერს, უკრაინამ პუტინთან მოლაპარაკებაზე ოფიციალურად უარი განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ზელენსკიმ 30 სექტემბრის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც უკრაინა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას ვერ აწარმოებს.


close დახურვა