logo
ENG



მაკფოლის თქმით, სანქციებზე დოკუმენტში რუსეთის დახმარების გამო, შესაძლოა, საქართველოც მოხვდეს

03 მარ 202301:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/03/r23j8tuuqlqrudq.jpg

აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში და უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფის კოორდინატორმა მაიკლ მაკფოლმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, მარტში სანქციების ჯგუფი წარადგენს ახალ დოკუმენტს, რომელშიც შევა პუნქტი იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან - მათ შორის, შესაძლოა იყოს საქართველოც.

ამის შესახებ მაკფოლმა ფორმულას ეთერში, გადაცემაში პოლიტმეტრი ისაუბრა.

მაკფოლის ტქმით, ჯგუფი აკვირდება და მუშაობს დოკუმენტზე, რომელშიც საუბარია ისეთ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთს სანქციებთან მიმართებაში ეხმარებიან.

მაკფოლის თქმით, ისინი ამ დოკუმენტებს მათ შორის უკრაინას და ევროკავშირს წარუდგენენ.

„რაც შეეხება სანქციებს, ჩვენი სანქციების ჯგუფი ხვდება ერთმანეთს რათა განვიხილოთ სანქციების გაძლიერება და ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ვაკეთებთ აქცენტს არის ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან სანქციების გვერდის ავლაში. ჩვენ ვაკეთებთ კვლევას, ჩვენ არ ვართ მთავრობის წევრები, ჩვენ ვწერთ დოკუმენტებს, წარვუდგენთ უკრაინის ხელისუფლებას ევროკავშირს, კანადას, დიდ ბრიტანეთს. ჩვენ გვაქვს ახალი დოკუმენტი რომელზეც ვმუშაობთ და ვაკვირდებით იმ ქვეყნებს, ინდივიდუალურ კომპანიებს, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს თავი დააღწიონ სანქციებს - მესამე ქვეყნებს. მე ეჭვი მაქვს, რომ მარტში ჩვენ გვექნება ახალი დოკუმენტი და ჩემი პროგნოზია რომ ერთ-ერთი პუნქტი შევა ამ დოკუმენტში ისეთ ქვეყნებზე როგორიცაა ბელარუსი და საქართველო, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სანქციებს დააღწიოს თავი.“ - განაცხადა მაკფოლმა.

 

close დახურვა