logo
ENG



მალე ტელეკომპანია ფორმულას ეთერში პოლიტიკური თოქ-შოუ დაიწყება

21 ოქტ 201920:40
3 წუთის საკითხავი
 
q1ll9nfjzbktne7.png

ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში პოლიტიკური თოკ-შოუ „პოლიტიკის ფორმულა“ იწყება. გადაცემის წამყვანი სოფო ზურაბიანი იქნება და ის ყოველ სამუშაო დღეს, მთავარი საინფორმაციო გამოშვებისთანავე დაიწყება. გადაცემის დაწყება ოქტომბრის ბოლოს იგეგმება. 

„პოლიტიკური ფორმულის“ წამყვანი ამბობს,რომ მიუხედავად 20-წლიანი ჟურნალისტური კარიერისა, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს. ამის მიზეზი გუნდი, გარემო და განსხვავებული ამპლუაა. 

„ამ პროცესში, რა საკვირველია, პასუხისმგებლობა არის ძალიან დიდი იმ გუნდთან ერთად, რომელთან ერთადაც ჩვენ ვაპირებთ, რომ დავიწყოთ ეს პროექტი. ვფიქრობ, რომ უნდა გამოვიდეს საინტერესო, მითუმეტეს ისეთ ცხელ წელს, როგორიც 2020 წელი იქნება. იმიტომ რომ 2020 არის საარჩევნო წელი" - ამბობს გადაცემის წამყვანი, სოფო ზურაბიანი.

მაღალი სტანდარტები, მიუკერძოებელი და მწვავე კრიტიკა - „პოლიტიკის ფორმულა“ მაყურებელს  მათი პრობლემებით დაინტერესებას ჰპირდება. 

„გამორჩეული იქნება სიღრმით, რომელიც აკლია ქართულ თოკ-შუებს. ეს იქნება პროდუქტი, რომელზეც მნიშვნელოვანი მოლოდინები გვაქვს“ -ამობობს არხის გენერალური დირექტორი, ზურაბ გუმბარიძე.

„პოლიტიკის ფორმულა" სოფო ზურაბიანთან ერთად მაყურებელთან შესახვედრად ემზადება.  


close დახურვა