უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ბერდიანსკის და მელიტოპოლის მიმართულებით მძიმე ბრძოლებია, თუმცა წინ მივდივართ.
"მტერი რამდენიმე მიმართულებით მიიწევს წინ, მათ შორის ავდიივკას, მარინკას და ლიმანის მიმართულებით. მტერი ასევე დაიძრა სვატოვოს მიმართულებით, იქ სასტიკი ბრძოლები მიდის. მტერი უტევს ბელოგოროვკას და სერებრიანკას. საკმაოდ მძიმე ვითარებაა.
ბახმუტის მიმართულებით სამხრეთ ფლანგზე წინ მივდივართ, გარკვეული წარმატება გვაქვს. ჩრდილოეთით ბრძოლა გრძელდება - მტერმა იქ 2 სადესანტო თავდასხმის პოლკი გაიყვანა. ბერდიანსკის და მელიტოპოლის მიმართულებით მძიმე ბრძოლებია, თუმცა წინ მივდივართ", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მანამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის ფლანგებზე უკრაინის თავდაცვის ძალები წინ მიიწევენ.