logo
ENG



მალიარი: გასულ კვირას სამხრეთით 12 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გავათავისუფლეთ

24 ივლ 202311:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/24/w3c7n43nedxchi4.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, გასულ კვირას უკრაინელებმა სამხრეთით 12 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს.

"კონტრშეტევის განმავლობაში, უკრაინულმა ჯარებმა სამხრეთ ფრონტზე 192 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს. გასული კვირის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ მიმართულებით 12 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს.

უკრაინის ჯარები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას რამდენიმე სექტორში, მათ შორის ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით", - ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

10 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონტრშეტევის დაწყება დაადასტურა. მან განაცხადა, რომ უკრაინაში თავდაცვითი და კონტრშეტევითი მოქმედებები მიმდინარეობს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დაწყებიდან ერთ კვირაში 8 დასახლებული პუნქტის გათავისუფლება შეძლეს.  


close დახურვა