logo
ENG



მალიარი: მზად უნდა ვიყოთ მტრის მზაკვრული ქმედებისთვის და თავდაცვისთვის

08 მაი 202311:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/08/iej0c9xbq5oqgo2.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელები მზად უნდა იყვნენ მტრის მზაკვრული ქმედებისთვის და თადაცვისთვის.

"გამწვავდება თუ არა [მდგომარეობა] 9 მაისს, ამის 100%-ით დადასტურება ან უარყოფა შეუძლებელია. ვიდრე ომი გაგრძელდება, ესკალაციის ალბათობა ყოველთვის იქნება, თარიღის მიუხედავად.

რუსებს უყვართ თარიღები და ისტორიული პარალელები, მაგრამ იყო საკმაოდ ბევრი ისტორიული და სადღესასწაულო თარიღი, როდესაც გამწვავება არ მომხდარა. ამიტომ, შესაძლოა, იყოს ან არ იყოს გამწვავება. ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ მტრის მზაკვრული ქმედებისთვის და თავდაცვისთვის", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.  

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის თქმით, რუსული ძალები ყველანაირად ცდილობენ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის 9 მაისამდე აღებას. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში რუსეთის არმიამ ბახმუტის დაბომბვის ინტენსივობა გაზარდა.


close დახურვა