logo
ENG



მალიარი: უკრაინელმა დამცველებმა ერთ კვირაში 14 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს

10 ივლ 202316:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/10/x9e0mb8xq9rc6tk.png

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელმა დამცველებმა ერთ კვირაში 14 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.

"გასულ კვირას, 3-9 ივლისს, თავდაცვის ძალებმა უკრაინის ტერიტორიის 14 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს: სამხრეთით - 10, 2, ქვეყნის აღმოსავლეთით კი 4.

გასული კვირის განმავლობაში, მტერმა უკრაინაზე 39 სარაკეტო და 334 საჰაერო დარტყმა განახორციელა. აღმოსავლეთის მიმართულებით თავდასხმების რაოდენობა 7184-მდე გაიზარდა. მტერმა უკრაინელი დამცველების წინააღმდეგ 343 402 საარტილერიო და სარაკეტო ჭურვი გამოიყენა", - ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 234 480 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა