მალტელი ჟურნალისტის მკვლელობიდან ორი წლის შემდეგ თანამდებობიდან ქვეყნის მაღალჩინოსნები გადადგნენ. მასობრივი პროტესტის ფონზე პოსტი დატოვეს ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრებმა. თანამდებობიდან გადადგა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც.
დაფნე კარუანა გალიციას საქმემ აქტუალობა განსაკუთრებით მას შემდეგ შეიძინა, რაც რამდენიმე დღის წინ მკვლელობის საქმეზე დაკავებული მალტელი ბიზნესმენი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მალტელი ჟურნალისტი ავტომობილში 2017 წლის ოქტომბერში ააფეთქეს.