მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა მის ცოლსა და შვილს აჩვენეს, რადგან მუქარის მიუხედავად, მან არ დათმო პოზიციები.
„ესეც კი იკადრეს და ჩემი ოჯახის წევრებს აჩვენეს კადრები, ვისთან ვარ კაფეში, ვის ხელს ვართმევ. ეს კადრები მოაგროვეს და სამი-ოთხი თვის წინ მემუქრებოდნენ, რომ პარლამენტის წინ კარავი ამეღო და შემეწყვიტა საქმიანობა,“ - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
თემირლან მაჩალიკაშვილის მამის თქმით, სუს-ის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვით არაფერი იცვლება. ის კვლავ ითხოვს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას.
გამოძიება საკუთარ თავზე უნდა აიღოს საპარლამეტო კომისიამ - აცხადებენ საპარლამენტო ოპოზიციაში.
მაჩალიკაშვილების ოჯახი ამტკიცებს, რომ თემირლანი შეცდომით მოკლეს და სახელწმიფო შეცდომას არ აღიარებს.