logo
ENG



მალხაზ მაჩალიკაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნას ისევ ითხოვს

28 მაი 202109:35
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

პანკისის სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას კიდევ ერთხელ ითხოვს.

მაჩალიკაშვილის თქმით, მას უკვე ორი მცდელობა ჰქონდა - პირველ ჯერზე  13 პარლამენტარის ხმა დააკლდა, მეორედ უარი მიიღო. ის ამბობს, რომ პარლამენტს მას შემდეგ მიმართავს, რაც ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შესვლაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. 

"მოვითხოვ, დაესვას ამ ყველაფერს წერტილი, ჩემს წამებას და ხალხსაც გავცეთ პასუხი, რა მოხდა? რა ხდებოდა ამ ხნის განმავლობაში? რატო მოხდა ეს მკვლელობა ჩემს ოჯახში?", - ამბობს მაჩალიკაშვილი. 

მისი განმარტებით, მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებისა, იგი მოთხოვნას კომისიის შექმნაზე მაინც დააყენებს.

მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს, კლინიკაში გარდაიცვალა. 


close დახურვა