logo
ENG



მამა-შვილს, რომლებიც სააკაშვილს გადაადგილებაში დაეხმარნენ, პატიმრობა შეუფარდეს

05 ოქტ 202112:51
3 წუთის საკითხავი
 

სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა მამა-შვილ წოწორიებს, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის დახმარებისთვის დანაშაულის დაფარვას ედავებიან. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა სააკაშვილი სამეგრელოში წაიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, რომ ექსპრეზიდენტი იძებნებოდა.

ამ ორი ადამიანის გარდა პროკურატურა დანაშაულის დაფარვას ედავება ელგუჯა ცომაიას, ვის სახლშიც 1-ლ ოქტომბერს სააკაშვილი დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეუფარდეს. 

პროკურატურა აცხადებს, რომ თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე შსს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს. 

მიხეილ სააკაშვილმა 1-ლ ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო და თქვა, რომ საქართველოშია, უფრო კონკრეტულად კი - ბათუმში. იმავე საღამოს ის თბილისში, სანზონაში დააკავეს. 

3 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "სააკაშვილის გამომშვები არავინაა" და რომ "თუ ჭკვიანად არ მოიქცევა, დაუმატებენ მუხლებს და სხვებსაც მიაყოლებენ". 

 


close დახურვა