logo
ENG



მამა ანდრია სარია მღვდელმსახურების აკრძალვაზე:სინანულისთვის იქით ვაძლევთ ამ ადამიანებს დროს

22 იან 202020:51
3 წუთის საკითხავი
 

მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. მამა ანდრია ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის ეკლესიაში საეკლესიო კანონებით ითხოვს სიტუაციის მოწესრიგებას და არა ქუჩური კანონებით.

მამათმავლების, ნარკომანების ლობი, რომლებიც ჩვენ არაერთხელ გვიხსენებია, რომლებსაც მფარველობენ ეკლესიაში და ის ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში დაგროვილი პრობლემების მოგვარებას ცდილობენ. სინანულისთვის იქით ვაძლევთ იმ ადამიანებს დროს და იმიტომ ვითხოვთ საეკლესიო კანონებით მოწესრიგებას და არა ქუჩური კანონებით, ეს არის ქუჩური კანონები, რომლითაც სიბრმავით დაადგნენ. ჩვენ ვითხოვთ ამ ადამიანების საეკლესიო კანონებით განსჯას“, - განაცხადა მამა ანდრიამ. 

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე მამა ანდრიას მღვდელმსახურების შეჩერების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სარიას არაერთხელ მიეცა გაფრთხილება. როგორც საგანგებო განცხადების გაკეთებისას ჯაღმაიძემ აღნიშნა, მამა ანდრია სარიას ქმედებების გამო, ის ეკლესიიდან განკვეთასაც იმსახურებდა. 


close დახურვა