მამა დავით ისაკაძე მეუფე გრიგოლს საგანგებო მიმართვას უძღვნის და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს პეტრე ცაავას ღია მხარდაჭერაში ადანაშულებს. ისაკაძე მეუფე გრიგოლის კამერების წინ გაკეთებულ განცხადებას იხსენებს, სადაც მან თქვა, რომ ეს საკითხი, რომელიც პეტრე ცაავამ დააყენა, უნდა იყოს განხილული და ასე ნაჩქარევად არ უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება გამოტანილი. დავით ისაკაძე მიიჩნევს, რომ ეს პეტრე ცაავას ღია მხარდაჭერა იყო, რაც მისივე განცხადებით მიუღებელია.
"ის, რომ ამ უღირს ქმედებას გარკვეულწილად ღიად მხარი დაუჭირა მხოლოდ ერთმა ეპისკოპოსმა და ეს არის მეტროპიოლიტი გრიგოლი. როდესაც მან კამერების წინაშე განაცხადა, რომ ეს საკითხი, რომელიც პეტრე ცაავამ დააყენა, უნდა იყოს განხილული და ასე ნაჩქარევად არ უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება გამოტანილი. ეს არის გნებავთ ირიბი, გნებათ პირდაპირი მხარდაჭერა პეტრე ცაავასი, ყოვლად მიუღებელ, ზნედაცემულ, ამორალურ ქმედებაში. დავუშვათ ასეთი რამ, რომ გამოჩნდა ასეთი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ მე ბრალს ვდებ მიტროპოლიტ გრიგოლს ამა თუ იმ უმძიმეს ცოდვაში, რომ მოწმემეებს მოყვანს და ამას გააკეთებს კამერების წინაშე, იყვირებს ქუჩები, ტელევიზიებში მივა და ყველგან იტყვის, და ამას რომელიმე მღვდელმა ან ეპისკოპოსმა მხარი, რომ დაუჭიროს, მოეწონება ეს ყველაფერი მეუფე გრიგოლს?!", - განაცხადა მამა დავით ისაკაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.