სამართალდამცველებს პარლამენტის შენობის მისადგომები ისევ ჩაკეტილი აქვთ. ოპოზიციური პარტიების ლიდერების ნაწილი კი ისევ საკანონმდებლო ორგანოს წინ რჩება.
პარლამენტის წინ ასევე მისულია ოქროყანის წინამძღვარი მამა თომაც, მისი თქმით პარლამენტთან მისვლის მიზეზი არის ის, რომ დღეს რაც ქვეყანაში ხდება არის სირცხვილი.
„ეს ყველაფერი ისევ სირცხვილია რაც დება ჩვენს ქვეყანაში და ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს, ჩვენ ვცხოვრობთ ტყუილებში, უამრავი ახალგაზრდა ტოვებს ქვეყანას, მიდის და აქ ვინღა რჩება, იმ დროს როცა აქ ოჯახი უნდა შექმნან მომავალზე უნდა იფიქრონ, მიდიან და იგივეს წამოწყებას ცდილობენ იქიდან“,-განაცხადა მამა თომამ.
მამა თომამ ასევე ისაუბრა იმაზე თუ რა მნიშვნელობა აქვს პროპორციულ საარჩევნო სისტემას ქვეყნისთვის, მისი თქმით ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანა უნდა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.
„ეს წესი ორივე შერეული მოდის ჯერ კიდევ კომუნისტებიდან, როდესაც გამსახურდიას ხელისუფლება მოვიდა მაშინ კომუნისტები იყვნენ პარლამენტში, კომუნისტებს აწყობდათ მაჟორიტარები, იმის მერე ეს უნდა გაუქმებულიყო, მას მერე თაობები გაიზარდნენ უკვე და ეს არ შეცვლილა, აუცილებელია ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალოს და ჩატარდეს პროპორციული არჩევნები“,-განაცხადა მამა თომამ.
ოქროყანის წინამძღვარმა ასევე კომენტარი გააკეთა, გამთენიისას აქციის დარბევისას განვითარებულ მოვლენებზე, მისი თქმით 20 ივნისის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან აქციის დაშლა მოსალოდნელი იყო.
„ამათგან უკვე ყველაფერია მოსალოდნელი, ესენი გასულები არიან აზროვნების ფარგლებიდან და აზროვნების იქით უაზრობაა, მომავალში რა უაზრობას ჩაიდენენ მე ამას წინაწარ ვერ ვიტყვი“,- განაცხადა მამა თომამ.