კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას რომის სამრევლო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ პანიკას საჭირო არაა, თუმცა სიტუაციას სერიოზულად უნდა მივუდგეთ, რადგან ინფიცირებულთან რიცხვი იტალიაში სწრაფად იზრდება, ასევე დიდია გარდაცვლილთა რიცხვიც.
„რომში აქამდე არ იყო ასეთი დაძაბული ვითარება. დაძაბული ვითარება უფრო იყო ლომბარდის მხარეს, რაც მილანის და ვენეციის მხარეს არის. ბოლო 2 დღეა ძალიან დაიძაბა იტალიაში სიტუაცია. სწრფად ვრცელდება ვირუსი, სიკვდილიანობაც მაღალია და ამიტომ იტალიის პრემიერმა მთელი იტალია წითელ ზონად გამოაცხადა. გვეკრძალება საჯარო მსახურების ჩატარება ტაძრებში. ვცდილობთ, რომ ყველამ დაიცვას ჩვენმა თანამემამულემ წესები, რათა არ შეხვდეთ ვირუსები. შეწყვეტილია წირვა-ლოცვა მილანში. კვირა საღამოს მივიღეთ ცნობები, რომ მთელი იტალიის ტერიტორიაზე შეწყდეს მსახურებები“, - აცხადებს მამა იოანე (ხელაია).
კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების გამო, კარანტინი მთელს იტალიაში გამოცხადდა. ქვეყნის პრემიერის განცხადებით, მხოლოდ ჩრდილოეთ რეგიონების იზოლაციაში მოქცევა საკმარისი არ აღმოჩნდა. ბოლო მონაცემით იტალიაში კორონავირუსმა 463 ადამიანი იმსხვერპლა, აქედან 97 გასული 24 საათის განმავლობაში დაიღუპა.