ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა იუსტიციის საბჭოს წევრს, ლევან გზირიშვილის კარზე წარწერები გააკრეს - „მამამ შვილი მოაწყო" ამ შინაარსის წარწერებით იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები სასამართლო სისტემაში არსებულ ნეპოტიზმს აპროტესტებენ.
როგორც საბჭოს არამოსამართლე წევრები აცხადებენ, ორი წლის წინ ლევან გზირიშვილის შვილი იუსტიციის სკოლაში სწორედ ნეპოტიზმით მოეწყო. მათივე თქმით, ახლა ლევან გზირიშვილი კლანთან ვალშია და სწორედ ამიტომ ის მხარს დაუჭერს ლევან თევზაძის კანდიდატურას.
შეგახსენებთ, რომ დღეს ერთ-ერთმა მოსამართლემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება სისტემაში არსებული ნეპოტიზმის შესახებ. ასევე, იუსტიციის საბჭოში გაიმართა ლევან თევზაძესთან გასაუბრება. ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებენ, რომ ის კლანთან გარიგებაში იმყოფებიან და მთელი ეს პროცესი უბრალო ფორმალობაა, რადგან თევზაძე უკვე დამტკიცებულია.