მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ზედმიწევნით კარგად იცის ჩვენი ქსელური პრობლემები და არსებული ძალიან მძიმე მდგომარეობა. გაზრდილი ტარიფი ეს არის საწინდარი გაზრდილი ინვესტიციის და დიდი პასუხისმგებლობის კომპანიის მხრიდან. რა თქმა უნდა, გაზრდილი ინვესტიციის ფონზე, ეს სიკეთე, რომელიც რიგით მომხმარებლამდე უნდა დავიდეს, ხვალვე ვერ განხორციელდება. ეს იქნება ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი. ჩვენ მზად ვართ, თითოეული ლარი სწორად მივმართოთ ქსელური კომპონენტების გასაუმჯობესებლად, რაც საბოლოოდ, არსებულ მძიმე მდგომარეობას გააუმჯობესებს. გვქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია და ბევრი შეხვედრები. განვიხილავდით საინვესტიციო გარემოს და ტარიფის სხვადასხვა პაკეტს, მათ შორის გაანგარიშების. თუმცა რა გადაწყვეტილებაც არის მიღებული, დღეს გაჟღერდა და მის განხორციელებაზე აქტიურად დავიწყებთ მუშაობას
