logo
ENG



მამუკა კაციტაძე: ის რაც დღეს მოხდა, ეს არის სიცრუის და პოლიტიკური გოიმობის ზეიმი

14 ნოე 201921:06
3 წუთის საკითხავი
 
azaashmxvuog9yu.jpg

"ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება და მიმდინარე მოვლენებს აფასებს.

მისი განცხადებით, ის რაც დღეს მოხდა, ეს არის სიცრუის და პოლიტიკური გოიმობის ზეიმი. კაციტაძის განმარტებით, საჭიროა კონსოლიდირებული ძალისხმევა საზოგადოებისა, ოპოზიციისა, სამოქალაქო საზოგადოებისა იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნება გატყდეს.

"ის რაც დღეს მოხდა, ეს არის სიცრუის და პოლიტიკური გოიმობის ზეიმი. საჭიროა კონსოლიდირებული ძალისხმევა საზოგადოებისა, ოპოზიციისა, სამოქალაქო საზოგადოებისა იმისთვის, რომ ჩვენ გადავტეხოთ "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნება. თუ ჩვენი საერთო ძალისხმევით "ქართულ ოცნებას" უკან დავახევინეთ, გპირდებით, რომ არსებობს სამართლებრივი გზა, რომ კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელების გარეშე ჩატარდეს არჩევნები, სადაც იქნება მაჟორიტარულიცპროპორციულიც, მაგრამ საბოლოოდ მანდატები განაწილდება ჯამში პროპორციული წესით. ამას ჰქვია გერმანული მოდელი. ცვლილებები შევა მხოლოდ საარჩევნო კოდექსში, მას აღარ დასჭირდება 113 ხმა, საკმარისია 76 ხმა ამ ცვლილებებისთვის. აქედან 42 ხმა არის ოპოზიციის და დანარჩენი 34 უნდა იყოს "ქართული ოცნებიდან" და აქ გამოჩნდება 41 ვითომ პროტესტანტი მაჟორიტარი მართლა 41 იყო, თუ რეალურად ეს იყო ბიძინა ივანიშვილის გამოყოფილი 41 კაციანი ჯარი, რომელმაც ეს ცვლილება ჩააგდო," - აცხადებს მამუკა კაციტაძე.


close დახურვა