საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ეუთო-ოდირის დასკვნას აფასებს და აცხადებს, რომ დასკვნამ ოპოზიციას არაკომპეტენტურობას გაუსვა ხაზი.
მდინარაძე მიიჩნევს, რომ ეუთო-ოდირმა ოპოზია დატუქსა, რადგან დასკვნაში ეწერა, რომ საარჩევნო სისტემაზე შეფასების გაკეთება მათი პრეროგატივა არ არის.
„გაიშიფრა კიდევ ერთი ტყუილი. დაიშალნენ ეთერებშ და ასეც მოიქცნენ. პირველივე ნაწილში ეუთო-ოდირმა დატუქსა ოპოზიცია და უთხრა, რომ ეს ორგანიზაცია არ არის ადგილი სადაც განსჯიან კონსტიტუციურობის საქმეს. ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივა. თუ ეუთო-ოდირი გეუბნება, რომ ისინი ვერ გაარჩევენ კონსტიტუციურობის საკითხს, ესე იგი ისინი ვერც იმას დაწერენ, რომ კონსტიტუციურია ან არაკონსტიტუციურია. ქვეყანაში როდესაც გყავს ოპოზიცია, რომელიც ეუთო-ოდირის შეფასებით არის ძალიან არაკომპეტენტური, ეს უხერხულია. ოდირმა თქვა, რომ ნებისმიერი მოდელი, პროპორციული, შერეული თუ მაჟორიტარული არის ლეგიტიმური. ასევე იყო მინიშნება კონსენსუსის მიმართულებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.