logo
ENG



მამუკა მდინარაძე: ირაკლი ღარიბაშვილისთვის წერილი არასდროს გამიგზავნია

27 აგვ 202614:37
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/27/ueo5ohsl23wi8gx.png

 ,,ქართული ოცნების" რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი მამუკა მდინარაძე ყოფილი  ოცნების პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისთვის წერილი არასდროს გაუგზავნია. მდინარაძის შეფასებით, გავრცელებული ცნობები სრული აბსურდია.

„წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, ცხოვრებაში საერთოდ არავისთვის გამიგზავნია, ჩვეულებრივ მესიჯებს თუ არ ჩავთვლით. არც სხვა პირის მეშვეობით შემითვლია რამე“, — აღნიშნა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, აღნიშნული წერილი შინაარსობრივად ღარიბაშვილის მხარდამჭერის პოზიციიდან არის დაწერილი, სადაც საუბარია „ბოლომდე ბრძოლაზე“, რაც ლოგიკურად გამორიცხავს მის ავტორობას. მდინარაძემ დასძინა, რომ მსგავსი საკითხებით არასდროს ყოფილა დაკავებული, ხოლო თუ რატომ მოიხსენიებს მას ყოფილი პრემიერი, ეს თავად ღარიბაშვილს უნდა ჰკითხონ.

ცნობისთვის, პენიტენციური დაწესებულებიდან გავრცელებულ წერილში ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გასულ წელს დაწყებული „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ კამპანია მისი პოლიტიკური განადგურებისკენ იყო მიმართული. ექსპრემიერის მტკიცებით, მან ივლისში მამუკა მდინარაძისგან მიიღო წერილი, ხოლო გუნდმა მისგან კორუფციული ბრალდების აღიარება მოითხოვა, რამაც „წითელი ხაზი“ გადაკვეთა და იძულებული გახადა, ბრძოლა დაიწყოს.


close დახურვა