logo
ENG



მამუკა მდინარაძემ ​გიორგი ვაშაძეს ირაკლი კობახიძის საათი აჩუქა

15 ოქტ 202022:58
3 წუთის საკითხავი
 
po9g6kgd3aawuo4.png

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში დებატებისას სტრატეგია აღმაშენებლის პრემიერმინისტრობის კანდიდატ გიორგი ვაშაძეს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის საათი აჩუქა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მისი და ირაკლი კობახიძის საათებთან დაკავშირებით ვაშაძემ საკუთარ კლიპში ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.

"თავიდანვე უნდა ვამხილო ეს ადამიანი ტყუილში. მაგალითად საათებთან დაკავშირებით მან პიარკამპანიის აწყობა გადაწყვიტა. მაგალითად, ჩემი საათი საერთოდ არ იყო ის საათი, რომელიც თავის სარეკლამო კლიპში გამოფინა. ასევე, ირაკლი კობახიძის საათი საერთოდ არ იყო ის, რომელიც აქ არის წარმოდგენილი. მე მინდა გადავცე ირაკლი კობახიძისგან საჩუქრად მას ეს საათი, რომელსაც როგორც კი დახედავს არა მხოლოდ დროს შეახსენებს, არამედ შეახსენებს იმასაც, რომ არ უნდა მოიტყუოს", - განაცხადა მდინარაძემ.

საპასუხოდ ვაშაძემ განაცხადა, რომ მის კლიპში კონკრეტული ფაქტებია ასახული და საათი, რომელიც მდინარაძემ სტუდიაში მიიტანა, ყალბია.

"ყალბი საათების მოტანა კარგია. იქ ყველაფერი, ფაქტებია მოცემული. იმასაც იტყვის რომ 600 000-ს ღირებულების საათი არ აქვს მათ თავდაცვის მინისტრს და იმასაც იტყვის, რომ სასახლეებში არ ცხოვრობენ. ეს საათი წაუღეთ იმ ადამიანს, ვინც გამოგატანათ და ის რეალური საათი მოუწევს, რომ უკან დააბრუნოს", - მიმართა ვაშაძემ მდინარაძეს.

ცნობისთვის, პოლიტიკურ დებატებში ვაშაძესთან ერთად მონაწილეობა ​პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ამისთვის დრო არ აქვს. გახარიას ნაცვლად დებატებში მამუკა მდინარაძე მივიდა.


close დახურვა