logo
ENG



მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში გაემგზავრნენ

21 აპრ 202108:40
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/21/2hf9swsdr290kvc.jpg

ლელოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგლია ბრიუსელში გაემგზავრნენ.

როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზიტის ფარგლებში, ისინი ევროპარლამენტარებს შეხვდებიან.

ხაზარაძის თქმით, პარტიის ლიდერები ევროპარლამენტარებს ლელოს სამომავლო გეგმებს გააცნობენ და ქვეყანაში მიმდინარე საკითხებს განიხილავენ.

"ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს და იმ გეგმებს, რომელიც ლელოს გააჩნია მომავალში, დავამყარებთ ახალ კონტაქტებს, გავაცნობთ ჩვენს გეგმებს და ა.შ", - თქვა ხაზარაძემ.


close დახურვა