„თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს "ტყუილების ქვეყნის" შექმნაში ადანაშაულებს. მისი თქმით, "ქართული ოცნების" ლიდერმა, "ტყუილი სასამართლო, ტყუილი დიპლომი და ტყუილი ურთიერთობები" შექმნა.
განცხადება ხაზარაძემ მისი და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესზსე გააკეთა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.
წინასასამართლო განხილვა, „თიბისი ბანკის" საქმეს ეხება. პროკურატურა ბანკის დამფუძნებლებს ფულის გათეთრებას ედავება.
„იმდენად აბსურდია ეს საქმე, რომ კომენტარი გაკეთებაც არ მსურს. რაც შეეხება მთლიან სურათს, ჩვენ მივიღეთ ტყუილების ქვეყანა, ეს არ ეხება მარტო ჩვენ საქმეს. ეს ტყუილების ქვეყანა შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. ტყუილი სასამართლო, ტყუილი სასამართლო, ტყუილი დიპლომი, ტყუილი ურთიერთობები, ტყუილი დაპირებები. მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რათა ტყუილი დავამარცხოთ ამ ქვეყანაში. განვდევნოთ ტყუილი და გამჭვირვალე გავხადოთ პროცესები, რაც ჩვენ შვილებს და მომავალს სჭირდება,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.